ბრიტანეთის შემდეგ, რუსეთის წინააღმდეგ მკაცრ ზომებს საფრანგეთიც გეგმავს
ბრიტანეთის შემდეგ, რუსეთის წინააღმდეგ მკაცრ ზომებს საფრანგეთიც გეგმავს

დიდი ბრიტანეთის შემდეგ, რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი ზომების დაწესებას საფრანგეთიც გეგმავს.

ქვეყნის პრეზიდენტი უახლოეს რამდენიმე დღეში ყოფილი ორმაგი აგენტის, სერგეი სკრიპალის მოწამვლასთან დაკავშირებით, რუსეთის წინააღმდეგ საპასუხო ზომების დაწესების შესახებ განაცხადებს. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ტერეზა მეის განცხადებით, ბრიტანეთი რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებასთან ყველა დონის ურთიერთობას წყვეტს. აღნიშნული გადაწყვეტილება ქალაქ სოლსბერიში, რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცრის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის გამო იქნა მიღებული.

ამასთან, ტერეზა მეიმ გუშინ განაცხადა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში აქტიურ კონტაქტზე იყო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან, ასევე გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან და საფრანგეთის პირველ პირთან ემანუელ მაკრონთან.