ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი ძალების კონსოლიდირებას დონბასსა და აღმოსავლეთ უკრაინაში ახორციელებს, მათ შორის დაქირავებული მეომრებით
ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი ძალების კონსოლიდირებას დონბასსა და აღმოსავლეთ უკრაინაში ახორციელებს, მათ შორის დაქირავებული მეომრებით

ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი საკუთარი ძალების კონსოლიდირებას დონბასის რეგიონსა და აღმოსავლეთ უკრაინაში ახორციელებს, მათ შორის დაქირავებული მეომრებით.

„დონბასსა და აღმოსავლეთ უკრაინაში თავდასხმაზე ხელახალი კონცენტრაციის მიზნით, რუსული ძალები კონსოლიდაციასა და რეორგანიზაციას აგრძელებენ.

აღნიშნულ ტერიტორიებზე გადაყვანილია რუსული ჯარები, მათ შორის რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დაქირავებული მეომრები“, – ნათქვამია დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.