ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ჯონსონმა თანამდებობა დატოვა
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ჯონსონმა თანამდებობა დატოვა

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ჯონსონმა თანამდებობა დატოვა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, ის უკვე მეორე მინისტრია, რომელმაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ტერეზა მეის „ბრექსიტის“ გეგმასთან დაკავშირებით არსებული უთანხმოების გამო თანამდებობა დატოვა.

ბორის ჯონსონამდე თანამდებობა „ბრექსიტის“ მინისტრმა დევიდ დევისმა და ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სტივ ბეიკერმა დატოვეს.

დევისის განმარტებით, თანამდებობის დატოვების მიზეზი მასსა და ტერეზა მეის შორის არსებული უთანხმოებაა, რომელიც გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლის სტრატეგიაზე მოლაპარაკებების დროს წარმოიშვა.