ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ნატო-ს მოკავშირეებს სიტყვის თავისუფლების დაცვისკენ მოუწოდებს
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ნატო-ს მოკავშირეებს სიტყვის თავისუფლების დაცვისკენ მოუწოდებს

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ნატო-ს მოკავშირეებს სიტყვის თავისუფლების დაცვისკენ მოუწოდებს. როგორც დომინიკ რააბი აცხადებს, ჩრდილოატალანტიკური ალიანსის წევრის, თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ტაიფ ერდოღანის განცხადება, რომელიც ფრანგული პროდუქციის ბოიკოტის მოწოდებით გამოდის მიუღებელია.

შეგახსენებთ, რომ ერდოღანმა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ისლამის საწინააღმდეგო ნაბიჯებში დაადანაშაულა და მენტალური ჯანმრთელობის შემოწმება ურჩია.

საქმე ეხება მაკრონის მიერ პარიზში პედაგოგის მკვლელობის შემდეგ გაკეთებულ განაცხადებას, რომელშიც საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ისლამი კრიზისშია და საფრანგეთში „ისლამური სეპარატიზმის საფრთხე არსებობს“.

„დიდი ბრიტანეთი სოლიდარულია საფრანგეთთან და ფრანგ ხალხთან. ტერორიზმს ვერასდროს გაამართლებ. ნატო-ს მოკავშირეები და საერთაშორისო საზოგადოება მხარდამხარ უნდა იდგეს ფუნდამენტური ღირებულებების – შემწყნარებლობის და სიტყვის თავისუფლების დასაცავად, ჩვენ არასდროს უნდა გავუკეთოთ საჩუქარი, მათ ვისაც ჩვენი დაყოფა სურს“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.