ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მეუღლეს ბოდიშს უხდის
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მეუღლეს ბოდიშს უხდის

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯერემი ჰანტმა ჩინეთში მისი პირველი ვიზიტის დროს, მეუღლეს იაპონელი უწოდა.

ჰანტი მინისტრებს საკუთარი ოჯახის შესახებ უყვებოდა, რა დროსაც თქვა, რომ მისი მეუღლე იაპონელია, რამდენიმე წუთში კი ბოდიში მოიხადა და აღიარა, რომ საშინელი შეცდომა დაუშვა.

მოგვიანებით მინისტრმა მიკრობლობ Twitter ზე კიდევ ერთხელ მოიხადა ბოდიში.

„საგარეო საქმეთა მინისტრის, წესი ნომერი პირველი: როდესაც ჩინელებთან ინგლისურად საუბრობ იმ დიალოგზე რაც მათთან იაპონურად გქონდა, ჩინელი მეუღლის შესახებ, არ უნდა აგერიოს ის. დიდი ბოდიში მრავალტანჯულ მისის ჰანტს”, – წერს მინისტრი.

ჯერემი ჰანტის მეუღლე ჩინეთშია დაბადებული.