ბრიტანეთის საელჩო – ვწუხვართ, რომ მთავრობამ და ოპოზიციამ ვერ შეძლეს შეთანხმება, ეს არის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა, რომელიც შეაფერხებს წინსვლას ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ

11:38, 31.03.2021

გამოვდივართ მოწოდებით პროგრესისკენ მართლმსაჯულებისა და საარჩევნო რეფორმის საკითხზე და დიალოგის გაგრძელებისკენ, – ამის შესახებ საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.

„ძალიან ვწუხვართ, რომ მთავრობამ და ოპოზიციამ ვერ შეძლეს შეთანხმების მიღწევა ევროკავშირის შუამავლობით გამართული მოლაპარაკებისას. ეს არის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა, რომელიც შეაფერხებს წინსვლას საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. ჩვენ გამოვდივართ მოწოდებით პროგრესისკენ მართლმსაჯულებისა და საარჩევნო რეფორმის საკითხზე და დიალოგის გაგრძელებისკენ“, – ნათქვამია ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაში, რომელიც „ტვიტერის“ გვერდზე გავრცელდა.

მსგავსი