ბრიტანეთის საელჩო – ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ფონიჭალაში ტრაგედიის გამო, თანავუგრძნობთ დაღუპულთა ოჯახებს, დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ

11:22, 20.11.2026

საქართველოში ბრიტანეთის საელჩო მწუხარებას გამოთქვამს ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაღუპული ადამიანების გამო.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო. თანავუგრძნობთ გარდაცვლილთა ოჯახებს. დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, – აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში 19 ნოემბერს მომხდარ გაზის აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ექვსი ადამიანი, ხუთი დაშავებული კი კლინიკებში გადაიყვანეს.

მსგავსი