ბრიტანეთის საელჩო – ჩვენ გვახსოვს დაკარგული სიცოცხლეები, გაყოფილი ოჯახები, თემები და რუსეთის აგრესიის მუდმივი ზეწოლა საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე

12:04, 08.08.2023

ჩვენ გვახსოვს დაკარგული სიცოცხლეები, გაყოფილი ოჯახები, თემები და რუსეთის აგრესიის მუდმივი ზეწოლა საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე, – ამის შესახებ საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც საელჩო სოციალურ ქსელში წერს, გაერთიანებული სამეფო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს,

„2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 15 წელი გავიდა, ჩვენ გვახსოვს დაკარგული სიცოცხლეები, გაყოფილი ოჯახები, თემები და რუსეთის აგრესიის მუდმივი ზეწოლა საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე. გაერთიანებული სამეფო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს“, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი