ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელი - უკრაინაში სიკვდილით დასჯა პუტინის შეჭრის გეგმის ნაწილი იყო
ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელი - უკრაინაში სიკვდილით დასჯა პუტინის შეჭრის გეგმის ნაწილი იყო

უკრაინაში სიკვდილით დასჯა პუტინის შეჭრის გეგმის ნაწილი იყო – ამის შესახებ ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურის, „ემაი6“-ის ხელმძღვანელმა, რიჩარდ მურმა განაცხადა.

„ჩვენ ვიცოდით, რომ პუტინის შეჭრის გეგმები მოიცავდა არასამართლებრივ სიკვდილით დასჯას მისი სამხედრო და დაზვერვის სამსახურების მიერ. გათავისუფლებული ტერიტორიებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის სიკვდილით დასჯის სტილში მკვლელობის შესახებ ცნობები შემზარავი და საშინელია“, – განაცხადა რიჩარდ მურმა.

უკრაინის ქალაქ ბუჩადან რუსეთის შეიარაღებული ძალების გასვლის შემდეგ, ქალაქში მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრები იპოვეს.