ბრიტანეთის საავადმყოფოებში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 449 ადამიანი გარდაიცვალა
დიდი ბრიტანეთის საავადმყოფოებში ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსით 449 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას „ბიბისი“ ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ბრიტანეთის საავადმყოფოებში ვირუსით სულ 16 509 ადამიანია გარდაცვლილი.
ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით, საერთო ჯამში, 125 850 ადამიანია დაინფიცირდა.