ბრიტანეთის საარჩევნო კომისიამ ბორის ჯონსონის მიერ ძვირადღირებული სარემონტო სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
ბრიტანეთის საარჩევნო კომისიამ ბორის ჯონსონის მიერ ძვირადღირებული სარემონტო სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

ბრიტანეთის საარჩევნო კომისიამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის მიერ დაუნინგ სტრიტზე მდებარე სახლში ძვირადღირებული სარემონტო სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით ფორმალური გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

პრემიერ ჯონსონის მიმართ ხშირად ისმებოდა კითხვა ძვირადღირებული სარემონტო სამუშაოების შესახებ. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მხოლოდ კედლის დეკორის განახლებისათვის შეძენილ ერთ გრაგნილში 850 ფუნტი სტერლინგი გადაიხადეს.

„ამჯერად არსებობს საფუძვლიანი ეჭვი და ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ადგილი ჰქონდა დარღვევას ან დარღვევებს. ამიტომ დავიწყებთ ფორმალურ გამოძიებას სამართალდარღვევის გამოსავლენად“, – ნათქვამია კომისიის განცხადებაში.

კანონმდებლობის მიხედვით, არჩევნებზე დამკვირვებელს უფლება აქვს, მოითხოვოს ინფორმაცია საეჭვო შემოწირულობების შესახებ, დააკისროს ჯარიმა ან პოლიციას გადასცეს საქმე გამოსაძიებლად.

დატოვე კომენტარი