ბრიტანეთის პრემიერის უმცროსი ძმა დეპუტატის მანდატს ტოვებს
ბრიტანეთის პრემიერის უმცროსი ძმა დეპუტატის მანდატს ტოვებს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის უმცროსი ძმა ჯო ჯონსონი დეპუტატის მანდატს ტოვებს. ამის შესახებ მან „ტვიტერის“ მიკრობლოკზე დაწერა.

„ჩემთვის დიდი პატივი იყო ცხრა წლის განმავლობაში, სამი პრემიერ-მინისტრის პერიოდში მუშაობა. ბოლო კვირა ოჯახის ერთგულებასა და ეროვნულ ინტერესებს შორის ვიხლიჩებოდი – ეს გადაუჭრელი დაძაბულობაა, ამიტომ დადგა დრო, სხვებმა აიღონ ჩემი, როგორც მინისტრის და დეპუტატის როლი“, – წერს ჯო ჯონსონი.

ჯო ჯონსონი ტერეზა მეის მთავრობაში ტრანსპორტის მინისტრი იყო. მან თანამდებობა 2018 წლის ნოემბერში დატოვა, მიზეზი ბრექსიტისთან დაკავშირებით მისი სტრატეგია იყო. ბორის ჯონსონის გაპრემიერებიდან მალევე, ის მინისტრთა კაბინეტში დაბრუნდა.