დიდი ბრიტანეთის პრემიერის ადმინისტრაციის ცნობით, საფრანგეთი და ბრიტანეთი უკრაინისთვის მეტი მხარდაჭერის აღმოჩენაზე შეთანხმდნენ
დიდი ბრიტანეთის პრემიერის ადმინისტრაციის ცნობით, საფრანგეთი და ბრიტანეთი უკრაინისთვის მეტი მხარდაჭერის აღმოჩენაზე შეთანხმდნენ

საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი უკრაინისთვის მეტი მხარდაჭერის აღმოჩენაზე შეთანხმდნენ.

ინფორმაციას ბრიტანეთის პრემიერის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ბორის ჯონსონმა და ემანუელ მაკრონმა გერმანიაში მიმდინარე „დიდი შვიდეულის“ სამიტის ფარგლებში გამართეს შეხვედრა.

„ლიდერებმა განიხილეს უკრაინაში კრიზისი. ისინი შეთანხმდნენ, რომ ახლა არის კრიტიკული მომენტი კონფლიქტის განვითარების მიმართულებით და არის შესაძლებლობა, რომ შეცვალოს ამ ომის კურსი. ორივემ, პრემიერ-მინისტრმა და პრეზიდენტმა მაკრონმა ხაზი გაუსვეს უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერების შესაძლებლობას როგორც ომში, ისე ნებისმიერ სამომავლო მოლაპარაკებებში“, – ნათქვამია ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებაში.

ამასთან, ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, ჯონსონმა მაკრონს განუცხადა, რომ ამჟამად რუსეთთან ნებისმიერი სახის მოლაპარაკებების გამართვა საშიშია.

„პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ კონფლიქტის დარეგულირების ნებისმიერი მცდელობა მხოლოდ გაახანგრძლივებას არასტაბილურობას და პუტინს როგორც სუვერენული ქვეყნებით, ისე საერთაშორისო ბაზრით სამუდამო მანიპულირების ნებას მისცემს“, – აღნიშნულია ადმინისტრაციის განცხადებაში.