ბრიტანეთის პრემიერის ადმინისტრაცია - ბორის ჯონსონმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ უკრაინის გაძლიერებისა და პუტინის წარუმატებლობის უზრუნველყოფის ერთგულია ისე, როგორც არასდროს
ბრიტანეთის პრემიერის ადმინისტრაცია - ბორის ჯონსონმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ უკრაინის გაძლიერებისა და პუტინის წარუმატებლობის უზრუნველყოფის ერთგულია ისე, როგორც არასდროს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სატელეფონი საუბარი გამართეს.

„პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ უკრაინის გაძლიერებისა და პუტინის წარუმატებლობის უზრუნველყოფის ერთგულია ისე, როგორც არასდროს და აღნიშნა, თუ რამდენად მედგრად იბრძვიან უკრაინელები საკუთარი თავისუფლებისთვის”, – ნათქვამია სატელეფონო საუბრის შესახებ ბრიტანეთის პრემიერის ადმინისტრაციის განცხადებაში.

მათივე ცნობით, დიდი ბრიტანეთის პრემიერმა დაადასტურა, რომ გაერთიანებული სამეფო გააგრძელებს დამატებით სამხედრო დახმარებას, რათა უკრაინელებს მიაწოდოს აღჭურვილობა, რომელიც მათ დასაცავად სჭირდებათ. ამასთან, ლიდერებმა გაერო-ს ხელმძღვანელობით მარიუპოლის ევაკუაციის მცდელობის პროგრესი განიხილეს. ასევე, ბორის ჯონსონმა უკრაინის პრეზიდენტს შემდგომი ეკონომიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერა შესთავაზა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერთან გამართულ სატელეფონო საუბართან დაკავშირებით „ტვიტერში” წერს უკრაინის პრეზიდენტიც.

„ვინარჩუნებ მუდმივ კონტაქტს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონთან. ვესაუბრე ბრძოლის ველზე და ბლოკირებულ მარიუპოლში არსებულ ვითარებაზე. განვიხილეთ უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერა და მშვიდობის მისაღწევად აუცილებელი დიპლომატიური ძალისხმევა“, – წერს ვილოდიმირ ზელენსკი.