ბრიტანეთის პოლიციამ სატვირთო ავტომობილში აღმოჩენილი 29 ცხედრის საქმეზე ჩრდილოეთ ირლანდიის მცხოვრები დააკავა

16:15, 22.11.2019

ბრიტანეთის პოლიციამ სატვირთო ავტომობილში აღმოჩენილი 29 ცხედრის საქმეზე ჩრდილოეთ ირლანდიის მცხოვრები 23 წლის მამაკაცი დააკავა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

პოლიციის ინფორმაციით, დაკავებული ადამიანებით უკანონო ვაჭრობაშია ეჭვმიტანილი.

შეგახსენებთ, 23 ოქტომბერს , ბრიტანეთის პოლიციამ გრეისის რეგიონში გაჩერებული სატვირთო ავტომობილი იპოვა , რომელშიც სამართალდამცველებმა 39 ცხედარი აღმოაჩინეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ ყველა გარდაცვლილი ვიეტნამიდან იყო. პოლიციამ სატვირთო ავტომობილის მძღოლიც დააკავა, ისინიც ჩრდილოეთ ირლანდიის მცხოვრებია.

საქმის გამოძიებაში ვიეტნამის პოლიციაც არის ჩართული. ვიეტნამში, გამოძიების ფარგლებში 10 ადამიანია დაკავებული.

მსგავსი