ბრიტანეთის ოპოზიციური პარტიის ლიდერი ტერეზა მეის გადადგომისკენ მოუწოდებს
ბრიტანეთის ოპოზიციური პარტიის ლიდერი ტერეზა მეის გადადგომისკენ მოუწოდებს

ბრიტანეთის ოპოზიციური პარტიის, ლეიბორისტების ლიდერი ჯერემი კორბინი პრემიერ-მინისტრს გადადგომისკენ მოუწოდებს. კორბინი ვადამდელი არჩევნების დანიშვნას ითხოვს.

ბრექსითი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს, ჩვენს ინტერესებს. თუ შეძლებდით ისეთი შეთანხმების გაფორმებას, რომლის მიხედვითაც ჩვენ დავრჩებით საბაჟო კავშირში, სამუშაო ადგილებისა და ირლანდიის თემის დაცვით, მაშინ მხარს დაგიჭერდით. თუ ამ პირობებით შეთანხმების მიღწევას ვერ ახერხებთ, მაშინ უნდა დაუთმოთ გზა იმ პარტიას, რომელიც ამას შეძლებს“,- განაცხდა კორბინმა ყოველწლიურ პარტიულ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას.

ევროკავშირსა და ბრიტანეთს შორის ბრექსითთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ. შეთანხმების საბოლოო ვერსია ოქტომბრის ბოლომდე უნდა იყოს მზად. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ბრტანეთმა ევროკავშირი შეთანხმების გარეშე დატოვოს .

ბრიტანეთმა ევროკავშირი 2019 წლის 29 მარტს უნდა დატოვოს.