ბრიტანეთის ოპოზიციური ლიდერი აცხადებს, რომ ქვეყანაში ვადამდელი საყოველთაო არჩევნები უნდა ჩატარდეს

17:51, 02.09.2019

ბრიტანეთის ოპოზიციური, „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი ჯერემი კორბინი აცხადებს, რომ ქვეყანაში ვადამდელი საყოველთაო არჩევნები უნდა ჩატარდეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

კორბინის თქმით, მისი პარტია ყველაფერს გააკეთებს, რათა პრემიერ-მინისტრს ხელი შეუშალის, რომ ბრიტანეთმა ევროკავშირი შეთანხმების გარეშე არ დატოვოს.

კორბინის თქმით, შემდეგ პარლამენტის სხდომაზე მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხიც განიხილება.

მსგავსი