პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირს, “ლივერპულის” ფორვარდს, მოჰამედ სალაჰს კიდევ ერთი აღიარება ხვდა წილად. ლონდონში, ბრიტანული მუზეუმის ცნობილი ეგვიპტური კოლექციის გამოფენას მისი ბუცები შეემატა.
სალაჰის სპორტული ფეხსაცმელი მნიშვნელობით ჩვენს წელთაღრიცხვამდე XX საუკუნის მუმიებს და ჩ.წ.ა. II საუკუნის როზეტის ქვას გაუთანაბრდა.
2017-18 წლების სეზონის პრემიერლიგაში სალაჰმა 32 გოლი გაიტანა, რაც 38-ტურიანი ფორმატის ტურნირისთვის ახალი რეკორდია. ეგვიპტელი ინგლისის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.