ბრიტანეთის მთავრობა საყოველთაო კარანტინის დაწესებისგან თავს იკავებს

18:25, 29.10.2020
BRAZIL - 2020/03/20: In this photo illustration the Covid-19 virus (coronavirus) displayed on a smartphone screen. (Photo Illustration by Rafael Henrique/SOPA Images/LightRocket via Getty Images)

BRAZIL - 2020/03/20: In this photo illustration the Covid-19 virus (coronavirus) displayed on a smartphone screen. (Photo Illustration by Rafael Henrique/SOPA Images/LightRocket via Getty Images)

ბრიტანეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რათა საყოველთაო კარანტინის შემოღება ხელმეორედ არ გახდეს საჭირო. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ბრიტანეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ დამატებითი შეზღუდვების დაწესება დღეს ქვეყნის ეკონომიკასა და მოქალაქეების ცხოვრებას მნიშვნელოვნად დააზიანებს.

საფრანგეთისა და გერმანიისგან განსხვავებით, ბრიტანეთის მთავრობა ვირუსს ლოკალური შეზღუდვებით ებრძვის. მსგავსი შეზღუდვები ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონებში დაწესდა.

დღევანდელი მონაცემებით,მ ბრიტანეთის საავადმყოფოებში 9 520 ადამიანი მკურნალობს, რაც 14 მაისის შემდგომ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

მსგავსი