ბრიტანეთის მოქალაქე სეფსისის, გულის გაჩერების, ორი ინსულტისა და მართვითი სუნთქვის აპარატზე გატარებული 30 დღის შემდეგ კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა
ბრიტანეთის მოქალაქე სეფსისის, გულის გაჩერების, ორი ინსულტისა და მართვითი სუნთქვის აპარატზე გატარებული 30 დღის შემდეგ კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

31 წლის ბრიტანეთის მოქალაქე, სეფსისის, გულის გაჩერების, ორი ინსულტისა და მართვითი სუნთქვის აპარატზე გატარებული 30 დღის შემდეგ კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. მან საავადმყოფო ექიმების აპლოდისმენტების ფონზე დატოვა.

„დეილი მეილის“ ინფორმაციით, ომარ ტეილორს გადარჩენის მინიმალური შანსი ჰქონდა. გამოცემა წერს, რომ გონზე მოსვლის შემდეგ, პაციენტმა ზედა მარჯვენა კიდურზე მგრძნობელობა და მეტყველების უნარი დაკარგა.

როგორც მოგვიანებით დადგინდა, მან ინსულტი გადაიტანა, თანაც ორჯერ. უფრო ადრე კი სეფსისი განუვითარდა და გული გაუჩერდა.

მედიკოსები ვარაუდობდნენ, რომ ის გავლას ვეღარასდროს შეძლებდა, თუმცა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დამოუკიდებლად სიარულიც შეძლო. ახლა ორი შვილის მამას, ხანგრძლივი სარეაბილიტაციო პერიოდის გავლა უკვე ოჯახურ გარემოში მოუწევს.