ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტის მდივანი - მთავრობამ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში შეცდომები დაუშვა
ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტის მდივანი - მთავრობამ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში შეცდომები დაუშვა

ბრიტანეთის მთავრობამ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში შეცდომები დაუშვა, – ეს განცხადება ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტის მდივანმა, მაიკლ გოუვიმ გააკეთა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

„ყველა მთავრობა უშვებს შეცდომებს, მათ შორის, ჩვენიც. ჩვენ ყოველდღიურად ვსწავლობთ და ვვითარდებით. დარწმუნებული ვარ, სამომვალოდ გვექნება შესაძლებლობა, გადავხედოთ შეცდომებს და მათზე ვისწავლოთ“, – განაცხადა ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტის მდივანმა.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე დიდ ბრიტანეთში ახალი კორონავირუსის 115 317 შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაცვლილია 15 000 ადამიანი.