ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ლიდერის ასარჩევად გამართულ პირველ კენჭისყრაში ყველაზე მეტი ხმა ბორის ჯონსონმა მიიღო
ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ლიდერის ასარჩევად გამართულ პირველ კენჭისყრაში ყველაზე მეტი ხმა ბორის ჯონსონმა მიიღო

ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ლიდერის ასარჩევად გამართულ პირველ კენჭისყრაში ყველაზე მეტი ხმა ბორის ჯონსონმა მიიღო.

„ბიბისის“ ინფორმაციით, თემთა პალატაში ჩატარებული კენჭისყრის შედეგად, ბორის ჯონსონს 114-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. მეორე ადგილზე 43 ხმით ჯერემი ჰანტი გავიდა, მესამეზე კი, 37 ხმით მაიქლ გოვი.

10 კანდიდატიდან კენჭისყრის მეორე რაუნდში შვიდი გადავა. ბოლო სამ ადგილზე გასულები პარტიულ მარათონს გამოეთიშნენ. კენჭისყრის საბოლოო, მესამე რაუნდში ორი ყველაზე პოპულარული კანდიდატი გადავა. კენჭისყრა სავარაუდოდ თვის ბოლოსთვის ჩატარდება. პარტიულ მარათონში გამარჯვებული პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის შეცვლის.