ბრიტანეთის გენშტაბის ხელმძღვანელი - რუსეთმა სტრატეგიულად ომი უკვე წააგო
ბრიტანეთის გენშტაბის ხელმძღვანელის, ადმირალ სერ ტონი რადაკინის განცხადებით, რუსეთმა სტრატეგიულად ომი უკვე წააგო. მისი თქმით, რუსეთი ახლა უფრო შესუსტებულია და ის ვერასდროს შეძლებს უკრაინის სრულად დაკავებას.
„ეს იყო რუსეთის საშინელი შეცდომა. რუსეთი ვერასდროს გააკონტროლებს უკრაინას“, – განაცხადა რადაკინმა.
მისივე თქმით, რუსეთმა დაკარგა სახმელეთო ძალების 25 პროცენტი და ამის სანაცვლოდ მინიმალური სარგებელი მიიღო.
„სტრატეგიულად, რუსეთმა ომი უკვე წააგო. ნატო გაძლიერდა, ფინეთი და შვედეთი ელოდებიან ალიანსში შესვლას. პუტინის ომის მანქანა მხოლოდ რამდენიმე კილომეტრით მიიწევს წინ ყოველდღე“, – განაცხადა რადაკინმა.