ბრიტანეთის განათლების მინისტრი – ყველაზე მეტად მინდა, ბავშვები დაუბრუნდენ სწავლას, მაგრამ ვერ გეტყვით, ეს როდის მოხდება
Gavin Williamson arriving for a meeting with the new Prime Minister Boris Johnson at Downing Street, London.
ყველაზე მეტად მინდა, ბავშვები დაუბრუნდენ სწავლას, მაგრამ ვერ გეტყვით, ეს როდის მოხდება,- ამის შესახებ ბრიტანეთის განათლების მინისტრმა, გეივინ უილიამსონმა განაცხადა.
„ნებისმიერ ნორმალურ კვირა საღამოს, ბევრი თქვენთაგანი მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად მზის სხივებით დატკბებოდა და ხვალ ბავშვები სკოლაში წავიდოდნენ, მაგრამ ახლა ნორმალურ დროში არ ვცხოვრობთ და გთხოვთ, დარჩით სახლში“,- განაცხადა უილიამსონმა.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ბავშვებისთვის დისტანციური სწავლების პროცესშია ჩართული.