ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრი - ბრიტანეთის მთავრობა არ ჩქარობს ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციასთან სავაჭრო შეთანხმების გაფორმებას
ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრი - ბრიტანეთის მთავრობა არ ჩქარობს ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციასთან სავაჭრო შეთანხმების გაფორმებას

ბრიტანეთის მთავრობა არ ჩქარობს ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციასთან სავაჭრო შეთანხმების გაფორმებას. შესაბამისი განცხადება ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრმა, რეიჩელ რივზმა გააკეთა, რომელმაც მოლაპარაკებებში საკვების სტანდარტებზე დათმობაზე წასვლა გამორიცხა.

„ჩვენ არ ვაპირებთ გარიგების დაჩქარებას. გვსურს, მივიღოთ სწორი შეთანხმება, რომელიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებშია და ეს მოლაპარაკებები გრძელდება“, – განუცხადა რივზმა ჟურნალისტებს ვაშინგტონში.

რივზი ამ კვირაში აშშ-ის სახაზინო მდივანს, სკოტ ბესენტს შეხვდება. ის იმედოვნებს, რომ სავაჭრო შეთანხმებასთან დაკავშირებით პროგრესს მიაღწევენ.