ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის ჯარი ჰოსტომელის აეროპორტს ტოვებს
ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის ჯარი ჰოსტომელის აეროპორტს ტოვებს.
ჰოსტომელის აეროპორტი უკრაინის დედაქალაქთან ახლოს მდებარეობს და მისი დაკავებისთვის ბრძოლა ომის პირველივე დღეებში დაიწყო.
„უკრაინის ძალები კიევის მახლობლად რუსეთის ჯარის განდევნის მიმართულებით წინსვლას აგრძელებენ“, – ნათქვამია ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აღმოსავლეთით უკრაინის ძალებმა რამდენიმე სოფელი დაიბრუნეს.
Latest Defence Intelligence update on the situation in Ukraine – 2 April 2022
Find out more about the UK government’s response: https://t.co/RkaaqnwGCV
🇺🇦 #StandWithUkraine 🇺🇦 pic.twitter.com/P4osar6aMm
— Ministry of Defence 🇬🇧 (@DefenceHQ) April 2, 2022