ბრიტანეთის ავიაგამანადგურებლებმა ორ რუსულ სამხედრო ვერტმფრენს შავი ზღვის ტერიტორია დაატოვებინეს
ბრიტანეთის ავიაგამანადგურებლებმა ორ რუსულ სამხედრო ვერტმფრენს შავი ზღვის ტერიტორია დაატოვებინეს, – ამის შესახებ ინფორმაცია გაერთიანებული სამეფოს სამხედრო საჰაერო ძალების ოფიციალურ გვერდზე განთავსდა.
მათი ცნობით, რუსული ვერტმფრენები ბე-12, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საჰაერო სივრცეში შენიშნეს, რის შემდეგაც ორი ბრიტანული გამანადგურებელი Eurofighter Typhoon რუმინეთის სამხედრო ავიაბაზიდან აფრინდა და ვერტმფრენები ტერიტორიიდან გააცილა.
გაერთიანებული სამეფოს სამხედრო საჰაერო ძალების ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ერთი კვირის განმავლობაში ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც რუსულმა სამხედრო ვერტმფრენებმა ნატო-ს საჰაერო სივრცე გადაკვეთეს.
RAF Typhoon jets in Romania were launched this morning in response to two Russian aircraft flying in @NATO airspace. Launching from MK Air Base, the Typhoons responded to a Russian AN-26 and then a Be-12 heading over the Black Sea.
Read more: https://t.co/LUyPORUjvo#WeAreNATO pic.twitter.com/3B6DpfM6or
— Royal Air Force (@RoyalAirForce) August 25, 2018