ბრიტანეთი უკრაინას „ჩელენჯერ 2“-ის ტიპის ტანკებს გადასცემს
ბრიტანეთი უკრაინას „ჩელენჯერ 2“-ის ტიპის ტანკებს გადასცემს

ბრიტანეთი უკრაინას „ჩელენჯერ 2“-ის ტიპის ტანკებს გადასცემს.

უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა განაცხადა, რომ უკრაინაში ოთხი ერთეული ტანკი მოკლე დროში გაიგზავნება, დანარჩენი რვა კი, მოგვიანებით.

ლიდერები შეთანხმდნენ, რომ უკრაინის გლობალური სამხედრო და დიპლომატიური მხარდაჭერა უნდა დაჩქარდეს. თავის მხრივ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ ბრიტანეთის სამხედრო დახმარება ნიშნავს არა მხოლოდ ბრძოლის ველზე გაძლიერებას, არამედ სწორ სიგნალს გაუგზავნის სხვა პარტნიორებს.