ბრიტანეთი უკრაინას 1.3 მილიარდი ფუნტი სტერლინგის სამხედრო დახმარებას გაუწევს
ბრიტანეთი უკრაინას 1.3 მილიარდი ფუნტი სტერლინგის სამხედრო დახმარებას გაუწევს. ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა, უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბრის შემდეგ განაცხადა.
სამხედრო დახმარების ფარგლებში ბრიტანეთი უკრაინას შორ მანძილზე მოქმედ არტილერიას, ხომალდსაწინააღდმდეგო რაკეტებს და უპილოტო თვითმფრინავებს მიაწვდის.
ჯონსონმა და ზელენსკიმ ასევე განიხილეს გლობალური ეკონომიკური ზარალის შეჩერების გზები, რომელსაც პუტინის მიერ შავი ზღვის პორტების ბლოკირება იწვევს.
I updated the President on support flowing to Ukraine’s defence, including long-range artillery, shore-to-ship missiles and unmanned drones.
This is part of our additional £1.3 billion military aid package for Ukraine. 2/4
— Boris Johnson (@BorisJohnson) May 19, 2022