ბრიტანეთი კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებულ შეზღუდვებს ამ ეტაპზე მხოლოდ მცირედით შეამსუბუქებს

17:25, 07.05.2020

დიდი ბრიტანეთი ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებულ შეზღუდვებს ამ ეტაპზე მხოლოდ მცირედით შეამსუბუქებს. შესაბამისი განცხადება ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის პრესმდივანმა გააკეთა.

გავრცელებული ინფორმაციით, ზომების შემსუბუქების შესახებ განცხადებას პრემიერ-მინისტრი მომავალ კვირაში გააკეთებს.

ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ უკვე 202 000-ს გადააჭარბა, ვირუსით ქვეყანაში 30 000-ზე მეტი ადამიანია დაღუპული.

მსგავსი