ბრიტანეთი 2022 წლიდან არაჯანსაღი საკვების წახალისებას შეზღუდავს
ბრიტანეთი 2022 წლიდან არაჯანსაღი საკვების წახალისებას შეზღუდავს

ბრიტანეთი 2022 წლიდან არაჯანსაღი საკვების წახალისებას შეზღუდავს. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

გამოცემის ცნობით, 2022 წლის აპრილიდან აიკრძალება აქცია „იყიდე ერთი, მიიღე მეორე უფასოდ“ ისეთი საკვებისთვის, რომელსაც ცხიმიანობის, შაქრისა და მარილის მაღალი შემცველობა აქვს, ასევე აიკრძალება რესტორნებში ტკბილი უალკოჰოლო სასმელების უფასო დამატება.

ამ ნაბიჯით ბრიტანეთის მთავრობა ქვეყანაში სიმსუქნის პრობლემის მოგვარებას და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. ბრიტანეთის მთავრობა აცხადებს, რომ სიმსუქნე არის ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საზოგადოებრივი პრობლემა, რადგან ინგლისში მოზრდილების თითქმის ორ მესამედს ჭარბი წონა აქვს და სამიდან ერთი ბავშვი დაწყებით სკოლას ჭარბი წონით ან სიმსუქნით ამთავრებს.

ღონისძიებები ასევე შეზღუდავს ასეთი პროდუქტების რეკლამირებას და არაჯანსაღი აქციების გაკეთება აკრძალული იქნება სალაროებთან, მაღაზიების შესასვლელებთან და გასასვლელებთან.

დატოვე კომენტარი