ბრიტანელმა მილიონერმა კლუბი შეიძინა, რომელსაც თავად გაწვრთნის
ბრიტანელმა მილიონერმა გლენ ტემპლინმა ინგლისის ჩემპიონატის მე-8 დივიზიონის კლუბი „რომფორდი“ შეიძინა და კონტრაქტის გაფორმებისთანავე საკუთარი თავი გუნდის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.
იმავე დღეს „რომფორდის“ ახალმა მფლობელმა და ახალმა მთავარმა მწვრთნელმა 15 ახალი ფეხბურთელი შეიძინა.
„დღეს ჩვენ 15 ახალ ფეხბურთელთან გავაფორმეთ ხელშეკრულება, იმიტომ რომ სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილს გავცდეთ და ფლეი-ოფში გავიდეთ.
მე გულწრფელად მწამს, რომ ჩვენ ფსკერიდან ამოსვლას შევძლებთ და წინ წავალთ. წინ, „რომფორდ“! მხარი დაგვიჭირეთ, რომ მიზანს მივაღწიოთ.” – დაწერა საკუთარ „ტვიტერზე“ ბრიტანელმა მილიონერმა.
We have signed 15 new players today and will concentrate on getting off bottom place and working our way back up the league this season to playoffs
I truly believe we can go from bottom to promotion play offs this season stillCOME ON ROMFORD get behind us and let’s do this pic.twitter.com/Rgfcq1BYf4
— Glenn Tamplin (@glenntamplin) 12 November 2019