ბრიტანელი ტელეწამყვანი მაიკლ მოსლი საბერძნეთის კუნძულ სუმიზე გარდაცვლილი იპოვეს

14:49, 09.06.2024

ბრიტანელი ტელეწამყვანი მაიკლ მოსლი, რომელიც ამ დრომდე დაკარგულად ითვლებოდა, საბერძნეთის კუნძულ სუმიზე გარდაცვლილი იპოვეს.

ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

67 წლის ტელეწამყვანს 5 ივნისიდან ეძებდნენ, მას შემდეგ, რაც ის კუნძულზე სასეირნოდ მარტო წავიდა.

პოლიციის ინფორმაციით, ცხედარი იპოვეს აგია მარინას მიდამოში, აგიოს ნიკოლაოსის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე, სადაც მოსლი სასეირნოდ წავიდა. გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

მსგავსი