ბრიტანელი პოლიტიკოსის, ენ უიდეკომის მკვლელობაში ეჭვმიტანილს „გაერთიანებული სამეფოს რეფორმების“ პარტიის ლიდერის, ნაიჯელ ფარაჯის წინააღმდეგ ტერაქტის მომზადებაშიც წაუყენეს ბრალი
ბრიტანელი პოლიტიკოსის, ენ უიდეკომის მკვლელობაში ეჭვმიტანილს „გაერთიანებული სამეფოს რეფორმების“ პარტიის ლიდერის, ნაიჯელ ფარაჯის წინააღმდეგ ტერაქტის მომზადებაშიც წაუყენეს ბრალი.
როგორც „ბიბისი“ წერს, ამჯერად, საუბარია ჯოშუა კერის მოქმედებებზე, რომელიც მან დაპატიმრებამდე ორი წლით ადრე განახორციელა, 2024 წლის მაისიდან 2026 წლის ივლისამდე. თუმცა, დაზუსტებული არ არის, რა მოქმედებებზეა საუბარი.
ჯოშუა კერი მიმდინარე წლის 11 ივლისს ენ უიდეკომის მკვლელობისთვის დააკავეს. 78 წლის პოლიტიკოსის ცხედარი მის საცხოვრებელ სახლში, ორი დღით ადრე, 9 ივლისს აღმოაჩინეს.
ენ უიდეკომი ნაიჯელ ფარაჯის პარტიის წევრი იყო.