ბრიტანელი პარლამენტარები აუდიტორების დიდ ოთხეულში შემავალი კომპანიების დაყოფის ინიციატივით გამოდიან
ბრიტანელი პარლამენტარები აუდიტორების დიდ ოთხეულში შემავალი კომპანიების დაყოფის ინიციატივით გამოდიან

ბრიტანელი პარლამენტარები ე.წ. დიდი ოთხეულის  – ოთხი ბრიტანული აუდიტორული გიგანტი კომპანიის – „დელოიტის“, „ერნსტ ენდ იანგის“, „კეიფიემჯისა“ და „ფრაის ვოთერ-ჰაუსის“ დაყოფის ინიციატივით გამოდიან. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

მათი აზრით, გიგანტებმა აუდიტორული აქტივები არააუდიტორული აქტივებისგან უნდა განაცალკეონ და წვრილ სტრუქტურულ ერთეულებად უნდა დაიშალონ, რადგან  ინტერესთა კონფლიქტის რისკი არსებობს.

ბოლო მონაცემებით, ოთხ აუდიტორულ გიგანტზე მსხვილი კომპანიების 97 პროცენტის აუდიტი მოდის. თუმცა, ეს ოთხეული მათ სხვა სახის მომსახურებასაც უწევს. დიდი ოთხეული მოცემულ მომენტში კონკურენციისა და ბაზრების მარეგულირებელი ორგანოს შესწავლის ობიექტია.

მარეგულირებელმა 2 აპრილს მიმოხილვის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც პროფილური და არაპროფილური აქტივების გამიჯვნას ითხოვს. ბრიტანეთში უკვე რამდენიმე მსხვილი კომპანია გაკოტრდა, რომელთა ფინანსური მდგომარეობის აუდიტი დიდი ოთხეულის წარმომადგენლებმა ჩაატარეს და ყალბი მაჩვენებლები გაიპარა.