ბრიტანელი დიპლომატები მოსკოვს კვირის ბოლომდე დატოვებენ
ბრიტანელი დიპლომატები მოსკოვს კვირის ბოლომდე დატოვებენ

ბრიტანელი დიპლომატები მოსკოვს კვირის ბოლომდე დატოვებენ. ინფორმაციას  მოსკოვში დიდი ბრიტანეთის საელჩო ავრცელებს.

„ ჩვენი დიპლომატები რუსეთს კვირის ბოლომდე დატოვებენ. თუ ვინმეს სურვილი ექნება, რომ უფრო ადრე გაემგზავრონ ბრიტანეთში, მათ ამის საშუალება ექნებათ”,- აცხადებენ ბრიტანეთის საელჩოში.

17 მარტს რუსეთმა, ბრიტანეთის გადაწყვეტილებას  ქვეყნიდან რუსი დიპლომატების გაძევების შესახებ, ანალოგიური ზომით უპასუხა და ქვეყნიდან ბრიტანელი დიპლომატების გაძევების შესახებ განცხადება გააკეთა. გააძევა.  რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ  რუსეთში ბრიტანეთში საბჭო დაიხურა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ- მინისტრის გადაწყვეტილებით, ბრიტანეთიდან 23 რუსი დიპლომატი გააძევეს. ბრიტანეთის ხელისუფლება თვლის, რომ ორმაგი აგენტის, სერგეი სკრიპალის მოწამვლის უკან რუსეთი დგას.