„ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების“ აფრიკული ტურნე დასრულდა [ვიდეო] #1TVSPORT
„ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების“ აფრიკული ტურნე დასრულდა [ვიდეო] #1TVSPORT

გუნდებმა დიდი ხნის მონატრებულ გულშემატკივრებს სამი დაძაბული და კარგი თამაში გვაჩვენეს. სამი მატჩის ჯამში 2-1 აფრიკამ „ლომები“ დაამარცხა. კეიპ თაუნში გამართული პირველი მატჩი „ლომებმა“ მოიგეს. 12-3 წაგებული პირველი ტაიმის შემდეგ რეაბილიტაცია მოახერხეს და საბოლოო ანგარიშში 17-22 სერია მშვენივრად გახსნეს. მატჩში რამდენიმე საკამათო სიტუაცია იყო, რასაც აფრიკის ყოფილი მწვრთნელის, რასი ერასმუსის მიერ მსაჯების კრიტიკა მოჰყვა.

 

მეორე თამაში იოჰანესბურგში გაიმართა. სამხრეთ აფრიკა ამჯერად უკეთესად მომზადებული აღმოჩნდა. ანდრე პოლარის შედეგიანი დარტყმები, მაპიმპისა და ლუქანიო ამის ლელოები „ბოკებისთვის“ საკმარისი აღმოჩნდა. 27-9 მასპინძლები საერთო ჩათვლაში ანგარიშს ათანაბრებენ.

მესამე და გადამწყვეტი შეხვედრა ისევ იოჰანესბურგში გაიმართა. თამაში საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა, პირველი ტაიმი 6:10 ლომებმა მოიგეს, თუმცა, ჩესლინ კოლბიმ ინგლისთან ფინალში დადებული ლელო თითქმის იდენტურად გაიმეორა, პოლარმა და გამოცდილმა მორნე შტეინმა 9 ქულაც დაამატეს, რასაც რასელმა მხოლოდ ორი ჯარიმით უპასუხა. საბოლოოდ, 19:16 და აფრიკა 2:1-ს ასრულებს სერიას.

დღესვე გაიმართა ბლედისლოუს თასის გახსნითი მატჩი, სადაც ახალმა ზელანდიამ ავსტრალია 33:25 დაამარცხა. რომ არა ლოლესიოს განიავებული 12 ქულა, შესაძლოა, სრულიად სხვა შედეგით დასრულებულიყო დღევანდელი თამაში. ლეგენდარულმა ცხრა ნომერმა, აარონ სმიტმა კი მე-100 თამაში ჩაატარა შავი მაისურით და ცენტურიონთა რიგს შეუერთდა.