ბრიტანელი ჩოგბურთელი, რომელსაც ხელებზე რვა თითი აქვს, უიმბლდონზე ითამაშებს
ბრიტანელმა ჩოგბურთელმა ფრანჩესკა ჯონსმა უაილდ-ქარდი მიიღო 2019 წლის უიმბლდონის ორგანიზატორებისგან და „დიდი სლემის“ რიგით მესამე ტურნირის ძირითად ბადეში ითამაშებს.
18 წლის გოგონას ექტროდაქტილიის იშვიათი გენეტიკური დაავადება აქვს. ფრანჩესკა ერთმანეთზე შეზრდილი თითებით დაიბადა. რამდენიმე ოპერაციის დახმარებით, ჯონსს ორივე ხელზე ოთხ-ოთხი თითი დარჩა, მარცხენა ფეხზე ოთხი თითი და მარჯვენაზე – სამი.
ექიმები ამბობდნენ, რომ ამგვარი ნაკლის გამო, ფრენი დაკარგავდა საჭირო კოორდინაციას და ვერ შეძლებდა ჩოგბურთის თამაშს. ჩოგბურთელს ასევე კურდღლის ტუჩი აქვს, აგრეთვე ნაკლები კბილები, ვიდრე ჩვეულებრივ ადამიანს.
ცხრა წლის ასაკში, გოგონა ბარსელონაში გადავიდა იმ აკადემიაში სასწავლებლად, სადაც ენდი მარეი და რაფაელ ნადალი ვარჯიშობდნენ. „ის იმაზე მეტად ახდენს შთაბეჭდილებას, ვიდრე ყველა დანარჩენი მოთამაშე უიმბლდონზე“, – თქვა მწვრთნელმა ჯონს ალბერტ პორტასმა.
ამ კვირას, ფრანჩესკა ჯონსი WTA-ის რეიტინგის TOP300-ში შევიდა და ახლა 297-ე ჩოგანია.
უიმბლდონის ტურნირი 1 ივლისს იწყება და „დიდი სლემის“ პირველი ტურნირი იქნება, სადაც ჯონსი გამოვა.