ბრიტანელი ბანკირი სამსახურის სასადილოდან სენდვიჩების მოპარვის გამო გაათავისუფლეს
ბრიტანელი ბანკირი სამსახურის სასადილოდან სენდვიჩების მოპარვის გამო გაათავისუფლეს

ბრიტანელი ბანკირი და მილიონერი სამსახურის სასადილოდან სენდვიჩების მოპარვის გამო გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

საუბარია საინვესტიციო ბანკ „სითიგრუპის“ თანამშრომელ პარას შახზე, რომელიც ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში მაღალშემოსავლიანი ობლიგაციებით ვაჭრობის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. გასულ წელს მან ანაზღაურების სახით ნახევარ მილიონ გირვანქა სტერლინგზე მეტი მიიღო.

როგორც აღმოჩნდა 31 წლის ბანკირი და მილიონერი მიირთმევდა სენდვიჩებს კომპანია „კანარი ვარფის“ სასადილოში და საფასურს არ იხდიდა.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მსხვილი ფინანსური კომპანიის თანამშრომელი არკეთილსინდისიერების ბრალდებით გაათავისუფლეს. 2014 წელს „ბლექროქის“ უფროსს ფინანსური მომსახურების სფეროში მუშაობა აუკრძალეს, რადგან ის რეგულარულად არ ყიდულობდა მატარებლის ბილეთს.

დატოვე კომენტარი