ბრიტანელ ექსპერტთა ჯგუფსა და სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ბრიტანელ ექსპერტთა ჯგუფსა და სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

დიდი ბრიტანეთიდან კორუფციისა და თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ექსპერტთა ჯგუფმა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრა საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით შედგა.

სუს-ის ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება დაეთმო საჯარო მოხელეთა მხრიდან ჩადენილ თაღლითობისა და კორუფციის ფაქტებს, განხილული იქნა აღნიშნული მიმართულებით რისკების იდენტიფიცირების, მართვის, შეფასებისა და აღმოფხვრის კუთხით დიდი ბრიტანეთის საუკეთესო პრაქტიკა და მიდგომები.

ბრიტანელი ექსპერტები საქართველოში ნატო-ს კეთილსინდისიერების ამაღლების პროგრამის ფარგლებში იმყოფებოდნენ.