ბრიტანელ ბიზნესმენს „ჩელსის“ შეძენა სურს
ბრიტანელ ბიზნესმენს „ჩელსის“ შეძენა სურს

ბრიტანელი ბიზნესმენი ჯიმ რეტკლიფი აპირებს ლონდონის “ჩელსის” შეძენას რუსი მფლობელისგან რომან აბრამოვიჩისგან, – წერს გაზეთი „თაიმსი“ (The Times). ვარაუდობენ, რომ გარიგების ღირებულება 2.5 მილიარდ ფუნტს გაუტოლდება.

თავად ბრიტანელი უკმაყოფილოა თანხით, რადგან კლუბის შეძენის შემდეგ, მას მოუწევს სტადიონის რეკონსტრუქცია, რომელიც აბრამოვიჩმა გაურკვეველი ვადით გადადო.

66 წლის რეტკლიფმა ქონება ქიმიური მრეწველობაში მოღვაწეობით დააგროვა. ის მიჩნეულია ბრიტანეთის უმდიდრეს ადამიანად. მან უკვე შეიძინა ბრიტანული ველოგუნდი „თიმ სქაი“ (Team Sky).

რომან აბრამოვიჩმა კლუბი 2003 წელს 140 მილიონ ფუნტად იყიდა.