ბრილიანტი, რომელიც ფრანგი მონარქების რამდენიმე თაობას ეკუთვნოდა, ჟენევაში აუქციონზე გაიყიდება
ბრილიანტი, რომელიც ფრანგი მონარქების რამდენიმე თაობას ეკუთვნოდა, ჟენევაში აუქციონზე გაიყიდება

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრილიანტი, რომელიც ფრანგი მონარქების რამდენიმე თაობას ეკუთვნოდა, ჟენევაში აუქციონზე გაიყიდება.

აუქციონის სახლი Christie´s ძვირფასი ქვის ამჟამინდელი მფლობელის ვინაობას არ ასაჯაროებს, თუმცა ცნობილია, რომ ის კერძო პირია. Christie´s-ის ექსპერტები ბრილიანტს, რომლის სახელია Le Grand Mazarin-ი, ექვსიდან ცხრა მილიონ დოლარამდე აფასებენ.

ეს არის იშვიათი სიწმინდის ბრილიანტი ვარდისფერი შეფერილობით, რომლის წონა 19 კარატია. ის მე-17 საუკუნიდან არის ცნობილი. ბრილიანტი ინდოეთშია ნაპოვნი.
Le Grand Mazarin-ი ფრანგი კარდინალის, დიპლომატისა და პოლიტიკოსის ჯულიო მაზარინის სახელს ატარებს, რომელიც ამ ძვირფასი ქვის პირველი მფლობელი იყო.
მოგვიანებით ძვირფასი ქვა იმპერატორ ნაპოლეონის მეორე ცოლის, მარია-ლუზია ავსტრიელის დიადემა დაამშვენა.
1887 წელს სამეფო ძვირფასეულობის ნაწილი აუქციონზე გაიყიდა, რა დროსაც Le Grand Mazarin-ი ფრანგმა იუველირმა ფრედერიკ ბუშერონმა შეიძინა.

ამის შემდეგ იშვიათი ბრილიანტის ბედი გაურკვეველია.
როგორც Christie´s კატალოგშია აღნიშნული, Le Grand Mazarin-ი სილამაზის მარადიული სიმბოლო და ევროპული ისტორიის თვითმხილველია.