ბრესტის „დინამოს“ 11 ფეხბურთელს კორონავირუსი აქვს, სამი საავადმყოფოშია მოთავსებული
ბელარუსის ჩემპიონატში მონაწილე ბრესტის „დინამო“ დიდ საკადრო პრობლემებს გადააწყდა – გუნდის 11-მა ფეხბურთელმა ჩააბარა კორონავირუსზე დადებითი ტესტი.
ამ მოთამაშეთაგან სამი – მეკარე სერგეი იგნატოვიჩი, ნახევარმცველები რომან იუზეპჩუკი და ალექსანდრ გოიოკი ბრესტის ერთ-ერთ საავამდყოფოში არიან მოთავსებულნი.
გუნდმა ტესტრირება ბელარუსის ჩემპიონატის მე-16 ტურის შემდეგ გაიარა. „დინამომ” 3:3 ითამაშა „სმოლევიჩთან”. თამაშამდე ბრესტელები შეხვედრის გადადებას ითხოვდნენ, მაგრამ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამ უარი განაცხადა.