ბრექსიტის გამო ბრიტანეთის ტრანსპორტის მინისტრმა ჯო ჯონსონმა თანამდებობა დატოვა
ბრიტანეთის ტრანსპორტის მინისტრმა ჯო ჯონსონმა, რომელიც ქვეყნის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, ბორის ჯონსონის ძმაა, ბრექსიტის გამო თანამდებობა დატოვა და ქვეყანაში განმეორებითი რეფერენდუმის ჩატარება მოითხოვა.
ჯონსონის თქმით, ევროკავშირთან ის შეთანხმება, რომლის წარდგენასაც ქვეყნის პრემიერი ტერეზა მეი გეგმავს, ბრიტანეთისთვის „საშინელი შეცდომა“ იქნება.
„მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად დგას ბრიტანეთი ასეთი დიდი კრიზისის წინაშე“, – განცხადა ჯო ჯონსონმა. ის Financial Times-ის ყოფილი ჟურნალისტია, რომელიც 2016 წელს ღიად აფიქსირებდა საკუთარ პოზიციას და ამბობდა, რომ ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენას უჭერდა მხარს.
ბრიტანეთმა ევროკავშირი 2019 წლის 29 მარტს უნდა დატოვოს.