ბრედლი ბარკოლას შეძენით ლონდონის „არსენალი“ დაინტერესდა #1TVSPORT
Bradley BARCOLA of Paris Saint Germain (PSG) during the UEFA Champions League round of 16 football match between Paris Saint Germain and Chelsea at Parc des Princes on March 11, 2026 in Paris, France. (Photo by Baptiste Fernandez/Icon Sport) - Photo by Icon Sport
ლონდონის „არსენალი“ სერიოზულად განიხილავს „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდის, ბრედლი ბარკოლას დამატებას, – ინფორმაციას Sky Germany ავრცელებს.
წყაროს ცნობით, მიკელ არტეტას მიზანია, წინა ხაზი უმაღლესი კლასის მოთამაშით გააძლიეროს, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ზაფხულის სატრანსფერო „ფანჯრისას“ გუნდი, შესაძლოა, გაბრიელ მარტინელიმ ან ლეანდრო ტროსარმა დატოვოს.
ბარკოლამ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 45 შეხვედრაში თავი 12 გატანილი გოლითა და 7 ასისტით გამოიჩინა. გასულ სეზონში კი მის ანგარიშზე 42 საგოლე მოქმედება იყო.
მხარეებს შორის დიალოგი უკვე მიმდინარეობს, თუმცა „მეთოფეებს“ ამ ტრანსფერისთვის ბრძოლაში „ბარსელონასა“ და „ლივერპულის“ სახით ძლიერი კონკურენტები ჰყავთ.
23 წლის შემტევს პარიზელებთან ხელშეკრულება 2028 წლამდე აკავშირებს.