ბრედლი ბარკოლას „ლივერპულში“ გადასვლა სურს #1TVSPORT
ბრედლი ბარკოლა, რომელიც ამჟამად პსჟ-ის ღირსებას იცავს, საკუთარ მომავალს „ლივერპულს“ უკავშირებს, – ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.
ფეხბურთელმა პარიზელებთან ახალ ხელშეკრულებას ხელი არ მოაწერა, რადგან „ლივერპულის“ მიერ შეთავაზებული პროექტი მოსწონს. მოლაპარაკებები მხარეებს შორის ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით გრძელდება.
ბარკოლა „პარი სენ-ჟერმენში“ 2023 წელს „ლიონიდან“ გადავიდა. ამ დროის განმავლობაში მან 152 თამაში ჩაატარა და 39 გოლი გაიტანა.
2025 და 2026 წლებში ბარკოლამ, ფრანგულ გუნდთან ერთად, ჩემპიონთა ლიგა მოიგო.