ბრედლი ბარკოლა, შესაძლოა, „ლივერპულთან“ მატჩისთვის „პარი სენ-ჟერმენის“ განაცხადში დაბრუნდეს #1TVSPORT
Bradley BARCOLA of Paris Saint Germain (PSG) during the UEFA Champions League round of 16 football match between Paris Saint Germain and Chelsea at Parc des Princes on March 11, 2026 in Paris, France. (Photo by Baptiste Fernandez/Icon Sport) - Photo by Icon Sport
14 აპრილს „ლივერპულთან“ ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი მეოთხედფინალური შეხვედრისთვის, შესაძლოა, „პარი სენ-ჟერმენს“ განაცხადში ბრედლი ბარკოლა დაუბრუნდეს, რომელსაც ტრავმა ჰქონდა, – ინფორმაციას ჟურნალისტი ლოიკ ტანზი ავრცელებს.
როგორც ტანზი წერს, ბარლოკა თავს კარგად გრძნობს და, სავარაუდოდ, თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთვება.
23 წლის ფრანგმა ფეხბურთელმა ტრავმა 17 მარტს ლონდონის „ჩელსისთან“ ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მერვედფინალურ მატჩში მიიღო.
მიმდინარე სეზონში ბარკოლამ ყველა ტურნირის ეგიდით 38 მატჩი ჩაატარა და 12 გოლი გაიტანა.
„პარი სენ-ჟერმენმა“ „ლივერპული“ პირველ შეხვედრაში 2:0 დაამარცხა და განმეორებითი თამაშისთვის მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვა.