ბრაზილიური „ფლუმინენსე“ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მეოთხედფინალში ითამაშებს #1TVSPORT
აშშ-ში მიმდინარე მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მერვედფინალური ეტაპის შეხვედრაში ბრაზილიურმა „ფლუმინენსემ“ მილანის „ინტერი“ 2:0 დაამარცხა და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა.
შარლოტში გამართულ შეხვედრაში ანგარიში მე-3 წუთზე კანომ გახსნა. ამის შემდეგ „ინტერი“ მთელი მატჩის განმავლობაში ანგარიშის გათანაბრებას ცდილობდა, თუმცა ეს ვერ მოახერხა და შეხვედრის მიწურულს მეორე გოლი მიიღო, რომელიც ჰერკულესის ანგარიშზეა.
მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მეოთხედფინალში „ფლუმინენსე“ „მანჩესტერ სიტისა“ და „ალ ჰილალს“ შორის გამარჯვებულს 4 ივლისს ორლანდოში შეხვდება.
შედეგად, ტურნირის მეოთხედფინალურ სტადიაზე ორ ბრაზილიურ გუნდს ვიხილავთ – „პალმეირასი“ ამავე ეტაპზე „ჩელსის“ დაუპირისპირდება.