ბრაზილიის ყოფილ პრეზიდენტს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტის, ლუის ინასიო ლულა და სილვას საქმეზე გამოტანილი განაჩენი მეორე ინსტანციის სასამართლომ დაადასტურა, რის შედეგადაც ყოფილი პრეზიდენტის სასჯელი 9 წლიდან 12-წლამდე გაიზარდა.
ლულა და სილვას კორუფციასა და ფულის გათეთრებაში ედება ბრალი. ბრაზილიის კანონმდებლობით, მას გასაჩივრების უფლება აქვს. ამავდროულად, სასჯელის მოხდის შემდეგ მას ყველანაირ პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართვა ეკრძალება. ძვირადღირებული ფეშენებელური სახლი, რომელიც მან პრეზიდენტობის პერიოდში ფარულად შეიძინა, ჩამოერთვა და სახელმწიფო მფლობელობაში გადავიდა.
ლუის ინასიო ლულა და სილვას ბრაზილიის პრეზიდენტის თანამდებობა 2003-2011 წლებში ეკავა. იგი მისმა ერთ-ერთმა ფავორიტმა პოლიტიკოსმა დილმა რუსეფმა შეცვალა, რომელიც კორუფციული სკანდალის გამო 2016 წელს იმპიჩმენტის შედეგად თანამდებობიდან გადააყენეს.