ბრაზილიის სამხრეთ ნაწილში, 33 მუნიციპალიტეტში თოვლი მოვიდა
ბრაზილიის სამხრეთ ნაწილში, 33 მუნიციპალიტეტში თოვლი მოვიდა

ბრაზილიის სამხრეთ ნაწილში მდებარე შტატ რიუ-გრანდი-დუ-სულში თოვლი მოვიდა. როგორც სააგენტო „როიტერი“ ადგილობრივ მეტეროლოგიურ კომპანიაზე დაყრდნობით წერს, თოვლი მოვიდა შტატის სულ მცირე 33 მუნიციპალიტეტში.

უჩვეულოდ დაბალმა ტემპერატურამ ყავის, შაქრის ლერწმისა და ფორთოხლის მოსავალს საფრთხე შეუქმნა.

„მე 62 წლის ვარ და არასდროს მინახავს თოვლი, იცით? ბუნების სილამაზის ნახვა ენით აღუწერელია“, – ამბობს ადგილობრივ ტელეკომპანია „გლობსთან“ რიუ-გრანდი-დუ-სულში მყოფი სატვირთო მანქანის მძღოლი იოდორ გონსალვეს მარკესი.

სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ბრაზილიაში უჩვეულოდ ცივი ამინდის გამო ყავისა და შაქრის საერთაშორისო ფასი უკვე გაიზარდა.

ტემპერატურის კლება მოსალოდნელია ასევე გოიასის და მატუ გროსის შტატებშიც.